Monday, March 13, 2017

  1. პროექტის შინაარსი: პროექტი ეხება   მოზარდ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.მასში მონაწილე ჯგუფები მოიძიებენ ინფორმაციას  კვების პრობლემების,აქტიური ცხოვრების,მავნე ჩვევებისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.იმსჯელებენ თითოეული მათგანის მნიშვნელობაზე.განსაზღვრავენ პრობლემას და დასახავენ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს.

    საგანი/საგნები:ინგლისური ენა/ისტ
    საფეხური/კლასი:დაწყებითი  IVკლასი
    პროექტის განხორციელების დრო:  4კვირა
    პროექტის საფუძვლები/საგნობრივი სტანდარტები IVკლასი:
    IV.9მოსწავლეებს შეუძლიათ პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა.
    ·         საუბრობს ზოგიერთი საკვები პროდუქტის შენახვის წესებზე და ამ წესების დაცვის აუცილებლობაზე.
    ·         ზრუნავს საკლასო და სცხოვრებელი ადგილის სისუფთავეზე(მაგ.განიავება)
    აფასებს საზოგადოებრივი კვების და სავაჭრო ობიექტის(მაგ.სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე  არსებული ობიექტები) შესაბამისობას ჰიგიენურ ნორმებთან და ამის საფუძველზე აკეთებს არჩევანს თუ სად შეიძლება შეიძინოს საკვები.
          21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
    შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
    ·         ახალი იდეების განვითარება,განხორციელება  და სხებისთვის გაზიარება;
    ·         ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
    შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში,მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.
    პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
    ისაუბრებს ჯანსაღი  ცხოვრების  წესის მნიშვნელობაზე.აღწერს ადამიანის ჯანმრთელობაზე კვების გავლენას.დაარწმუნებს თანატოლებს,რომ სპორტი ჯანმრთელობაა,დაასაბუთებს პრობლემებს მავნე ჩვევებთან დაკავსირებით.გამოიმუშავებენ ჯანსაღი ცხოვრების უნარ_ჩვევებს.გამოუმუშავდებათ   პრობლემის აღმოჩენის ,გადაწყვეტილების  მიღების და თანამშრომლობის  უნარ-ჩვევებს.
    პროექტის შეფასების მოკლე მონახაზი:
    პროექტის მსვლელობისას ვაფასებ:  მოსწავლეთა აქტიურობას,ჩართულობას,ინფორმაციის მოძიების ,პრეზენტაციიის,ჯგუფური  მუშაობის,მსჯელობისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებს.
    წინარე ცოდნა:
    ·         ქმნის სხვადასხვა ჟანრის მცირე ზომის ტექსტებს;
    ·         სხვადასხვა საგანში შეძენილი  ცოდნის საფუძველზე ქმნის მცირე ზომის თხზულებას.
    ·         აღწერს საკუთარი ცხოვრებიდან კონკრეტულ  ფაქტს და მოვლენას;
    ·         ფლობს ციფრულ ტექნოლოგიებს.
    სასწავლო პროცედურები:
     Iკვირა:პროექტის დასაწყისში ვსვამ კითხვას:,,რა არის ცხოვრების ჯანსაღი წესი?” მოსწავლეები გამოთქვამენ ტავიაანთ ვარაუდებს და ავსებენ ,,გონებრივი იერიშის რუკას“.ამის შემდეგ  დაფაზე ვაკრავ  ცხრილს-ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე.ჩემ მიერ დასმული კითხვების დახმარებით,მოსწავლეები პირველ სვეტში ჩამოწერენ რა იციან ჯანსაღი  კვების ,ჯანმრთელობის და მასთან დაკავსირებული საკითხების შესახებ.ვსვამ შეკითხვებს:
    ·         რა ითვლება ჯანსაღ საკვებად?
    ·         როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა?
    ·         რას მიიჩნევთ მავნე ჩვევად?
    ამის შემდეგ კლასი დაიყოფა ორ ჯგუფად.პირველ ჯგუფს მიეცემა დავალება მოიძიონ ინფორმაცია ჯანსაღი საკვების შესახებ.მოიძიონ ინფორმაცია ადამიანის მავნე ჩვევები.მეორე ჯგუფს ვთხოვ მოიძიონ  ინფორმაცია აქტიური ცხოვრების წესის  და ჯანმრთელობის შესახებ.
    IIკვირა:  მოსწავლეები გაკვეთილზე  წარმოადგენენ  თავიანთ ნამუშევრებს;იყენებენ  თვითშეფასებისა  და ურთიერთშეფასების  რუბრიკებს.ინფორმაციის უკეთ  გასაანალიზებლად  სვავენ  შეკითხვებს;საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით ვუყურებთ ვიდეო რგოლებს.
    IIIკვირა- მოსწავლეები  ჯგუფში სრულყოფილად წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს;ქმნიან წიგნებს;აკეტებენ პრეზენტაციას,რაც შეფასდება შესაბამისი სქემით.ვაჯამებთ პროექტს შემდეგი კითხვების დასმით:
    ·         რა იყო ყველაზე საინტერესო?
    ·         როგორი ცხოვრების წესს ვირჩევთ?
    ·         რას გავითვალისწინებდი მომავალ კვირაში?


    დასკნა:პროექტის დასასრულს  ვუბრუნდებით პროექტის დასაწყისში დასმულ  კითხვას, რა არის ჯანსაღი  ცხოვრების წესი და როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი სხეული.
    სასწავლო პროექტისათვის  საჭირო რესურსები:
    კომპიუტერი;ფოტოაპარატი; პროექტორი; ფორმატის ქაღალდი; მარკერი;ფოტომასალა;გუგლი;ვიკიპედია;